საიტის ძებნა

რობოტული ქირურგია

პირველად თურქეთში! მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ქირურგიული რობოტი მედიპოლშია.

განვითარებული სამედიცინო ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევის - ქირურგიული რობოტის დახმარებით, ქირურგები პაციენტის სხეულზე გაკეთებული მომცრო ხვრელიდან, საოპერაციო ორგანომდე მიღწევას და ურთულესი ოპერაციების ჩატარებას ახერხებენ. ეს სისტემა კომფორტულია ქირურგისთვისაც და პაციენტისთვისაც.

ახალი მიდგომები ქირურგიაში: რობოტული ქირურგია

გაცილებით სწრაფი მოძრაობა და მობილობა, ვიდრე ადამიანს შეუძლია

ქირურგიული რობოტის "ხელში" ინსტრუმენტების მოძრაობა ბევრად აჭარბებს ადამიანის კიდურების მოძრაობის უნარს. მას, 7 სხვადასხვა ღერძზე, 540 გრადუსის კუთხით მოძრაობა შეუძლია. ქირურგი, ამ "ხელის" დახმარებით, ვიწრო და მომცრო ადგილებზე, წარმატებით ახორციელებს კრიტიკულ ქირურგიულ ჩარევას. ის ფაქტიურად, ქირურგის მესამე ხელის მსგავსია.

შესაძლოა ადამიანის ხელი, მეტ-ნაკლებად, კანკალებდეს. ქირურგიული რობოტული სისტემის მგრძნობიარე მობილურობა, ყოველგვარ კანკალს გამორიცხავს. ხელის აკანკალების გამორიცხვა, სარისკო უბნებზე ოპერაციის დროს, ადამიანური ფაქტორით შეცდომის დაშვების რისკებს ამცირებს.

სამგანზომილებიანი და 18-ჯერ გადიდებული გამოსახულების მიღება

ქირურგიული რობოტული სისტემები, სამგანზომილებიანი გამოსახულების საშუალებით, ოპერაციის წარმატებით ჩატარების საფუძველს იძლევა. ქირურგი ობიექტივში აკვირდება 18 ჯერ გადიდებულ გამოსახულებას და ქირურგიულ ოპერაციას ატარებს, დეტალურად შესწავლილ დაავადებულ ზონაში.

ქირურგისთვის მაღალი კომფორტი და ერგენომიკა

ქირურგი ზის კონსოლთან და ისე ატარებს ოპერაციას. ამდენად, მცირდება მისი ფიზიკური დაღლილობა, სტრესი და აქტიურდება კონცენტრირების უნარი. ეს თავისებურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელი ოპერაციების დროს.

გამოყენების სფეროები

  • უროლოგია
  • ოტოლარინგოლოგია
  • ქირურგიული გინეკოლოგია
  • გულ-სისხლძარღვთა ქირურგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ბარიატრიული ქირურგია
  • პედიატრიული ქირურგია

ქირურგიული რობოტის უპირატესობები

  • უფრო ნაკლები ჭრილობა (მინიმალური ინვაზია)
  • უფრო ნაკლები სისხლის დანაკარგი, უფრო ნაკლები სისხლის გადასხმის საჭიროება
  • უფრო ნაკლები გართულება
  • ინფექციის შეჭრის ნაკლები რისკი
  • უფრო ნაკლები ტკივილი
  • უფრო ნაკლები ჭრილობის კვალი, უკეთესი კოსმეტიკური შედეგი
  • უფრო სწრაფი რეაბილიტაცია, უფრო მალე დაბრუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში